ლაბორატორიის
Micro-Aviary მეცნიერებმა რაიტ-პატერსონის ავიაბაზაზე ულტრამინიატურული
საფრენი აპარატი შექმნეს, რომელიც ჩვეულებრივი ნემსიყლაპიას ანალოგია,
მანქანის ძირითადი ნაწილის ზომები ციფრული ჩიპის ზომისაა. ამ პატარა
კორპუსში მათ მოათავსეს ძრავი, რომელზეც ნამდვილი ნემსიყლაპიას მსგავსი ორი
ფრთა დაამაგრეს. პერსპექტივაში ინჟინრები მიკროსკოპული უპილოტო საფრენი
აპარატის კორპუსში კიდევ პატარა კამერის მოთავსებასაც გეგმავენ, რომელიც
რეალურ დროში ვიდეოს ტრანსლირებას მოახდენს. ინჟინრებმა
სხვა მიღწევებიც აღნიშნეს. კერძოდ, მათ შექმნეს ზემგრძნობიარე მოძრაობის
სენსორი, რომელიც უპილოტოს პოზიციას მაღალი სიზუსტით განსაზღვრავს
«დაახლოებით დიუმის მეათედის საზღვრებში», ანუ 2.5 მმ. ლაბორატორია აგრეთვე
უფრო დიდ აპარატებზეც მუშაობს, რომლებიც ჩიტების მსგავსად იქნევენ ფრთებს,
რათა ჰაერში გადაადგილდნენ. ამისთვის, მეცნიერები ნამდვილი ჩიტების
ქცევასა და მოძრაობის მანერას სწავლობენ.
|